დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში კორონავირუსის ე.წ. დელტა შტამის შემთხვევები მატულობს.
ახალი ვარიანტების გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვებს ამკაცრებს მალტაც, სადაც შესვლა შეეზღუდებათ ბრიტანეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც სრულად აცრილი არ არიან.
ეპიდვითარება მწვავდება რუსეთშიც, სადაც ბოლო მონაცემებით საავადმყოფოებში 151 000-ზე მეტი კოვიდინფიცირებულია მოთავსებული.
კომენდანტის საათი გაახანგრძლივა ტუნისმა, სწორედ ტუნისში, რუსეთსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურობა აუკრძალა ჩეხეთის მთავრობამ საკუთარ მოქალაქეებს.
ვაქცინაზე დაბალი მოთხოვნის გამო კი რუმინეთი 2 მილიონამდე დოზა “ფაიზერს” დანიას მიჰყიდის.
ვაქცინებთან დაკავშირებით პრობლემა აქვს გვატემალასაც და რუსეთისგან ვაქცინებისთვის გადახდილი თანხის დაბრუნებას ითხოვს. გვატემალის ხელისუფლების განცხადებით, შეთანხმების მიუხედავად რუსული წარმოების ვაქცინა მათ არ მიუღიათ.