გომის მთაზე ასასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტი 19,6 კილომეტრიანი გზის სრულ რეაბილიტაციას და ორი ფენა ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას ითვალისწინებს.

სამუშაოებს, კომპანია New Road_ი ასრულებს, რომლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საავტომობილო გზაზე მიმდინარეობს მიწის სამუშაოები და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა.

პროექტი, რომლის საკონტრაქტო ღირებულება 18 811 888.00 ლარს შეადგენს, 2022 წლის ნოემბერში დასრულდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share