თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, დღეში სამი რეისი იმოძრავებს

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 1 ივლისიდან, კომენდანტის საათის გაუქმებისთანავე, საქართველოს რკინიგზა, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით კიდევ ერთ რეისს ყოველდღიურად შეასრულებს. კერძოდ, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, დღეში სამი რეისი იმოძრავებს.

„კომენდანტის საათის გაუქმების გამო, იცვლება განრიგი სხვა მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებზეც.

ბილეთები უკვე იყიდება ონლაინ და საქართველოს რკინიგზის სალაროებში. აქვე შეგახსენებთ, რომ ძალაში რჩება კოვიდ19-თან დაკავშირებული რეკომენდაციები:

გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ​ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ​ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით.  ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.

მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: