საპენსიო ფონდის ამონაგები ინფლაციას და ლარის გაუფასურებას აღემატება – სააგენტო

საპენსიო სააგენტო აქვეყნებს განცხადებას, რომლის თანახმადაც, სააგენტოს მიერ მიღებული ამონაგების მოცულობა 2019 წლის იანვრიდან მოყოლებული როგორც ინფლაციას, ასევე ლარის გაუფასურებას ასწრებს.

“საპენსიო ფონდში დაგროვების დაწყების დღიდან (2019 წლის 1 იანვრიდან) დღემდე მონაწილეების დანაზოგების ღირებულება (საპენსიო შენატანების გამორიცხვით) 24.3%-ით გაიზარდა. იმ დროს, როდესაც აღნიშნულ პერიოდზე ინფლაცია იყო 18.5%, ხოლო ლარის გაუფასურება 17.8%.

შესაბამისად, მონაწილეების დანაზოგების ღირებულების წლიური საშუალო ზრდა (საპენსიო შენატანების გამორიცხვით) იყო 9.1%, იმ დროს, როდესაც ლარის საშუალო წლიური გაუფასურება იყო 6.8%, ხოლო საშუალო წლიური ინფლაცია – 7.2%.

საპენსიო ფონდის მიმდინარე წლიური ეფექტიანი შემოსავლიანობა არის 11.1%, იმ დროს, როდესაც მიმდინარე წლიური ინფლაცია არის 7.7%,”- ნათქვამია განცხადებაში.

დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო საპენსიო სისტემაში 1,2 მილიონი მოქალაქე არის გაწევრიანებული, მათი დანაზოგი 1,5 მილიარდი ლარია.

bm.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share