უკვე მეორე წელია ერთიანი ეროვნული გამოცდები პანდემიის პირობებში ტარდება – 38 ათასზე მეტ აბიტურიენტს კოვიდწესების დაცვა მოუწევს.
ეროვნული გამოცდები ხვალიდან იწყება, აბიტურიენტები ტრადიციულად პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო აბიტურიენტებისთვის გამოცდაზე სპეციალური წესები იმოქმედებს. წელს დამატებითი საგამოცდო სესიები დაემატება იმ აპლიკანტებისთვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდებათ.
რაც შეეხება მათ ვისაც ტემპერატურა 37 გრადუსზე მეტი ექნებათ გამოცდას იზოლირებულად მოწყობილ სივრცეში ჩააბარებენ.
http://www.resonancedaily.com/