იურისტი და პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ერთ-ერთი ლიდერი, ლია მუხაშავრია ხელისუფლებას მოუწოდებს, რიმ სიტუაცია არ გაამწვაოს.
„დღეს, როდესაც ადამიანებს დაურღვიეს უფლებები და თან არ მისცეს სამართლებრივი საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა, უფლებადაღვეულ მოქალაქეებს, პარტიებს, კანდიდატებს, რჩებათ ერთადერთი გზა – მშვიდობიანი მანიფესტაციები, რადგან არავინ აპირებს გაყალბებულ შედეგებთან, მოპარულ არჩევნებთან შეგუებას! ამ ქვეყანაში დარღვეული საარჩევნო უფლებების სამართლებრივი გზთ აღდგენის საშუალება, პრაქტიკულად, არ არსებობს, მით უმეტეს, რომ ჩვენ, უფლებადამცველები, დიდი ხანია ვაპროტესტებთ იმ მოსამართლეთა დანიშვნებს, რომლებიც შემჩნეული არაიან უკანონობასა და სუბიექტურ უსამართლო გდაწყვეტილებებში, ანუ ივანიშვილის დანიშნულ მოსამართლეებს არ ვენდობით!
ორჯერ მქონდა შეხვედრა ამ პერიოდში ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან და ხაზგასმით დავუსაბუთე, თუ რატომ არ იქნება სამართლებრივი საშუალებები შედეგიანი და ახლაც სწორედ ხელისუფლების, საერთაშორისო საზოგადოების გასაგონად ვამბობ: ეს მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ჩაატაროს ისე, როგორც მოითხოვს ჩვენი კონსტიტუცია და საერთაშორისო სამართლის ნორმები, ყველანაირი ძალადობის, იარაღის და დაპირისპირების გარეშე! ძალადობით ამ პროტესტის ჩახშობა იქნება დაუშვებელი!“