შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ “ტვ პირველზე” თავდასხმისთვის 1967 წელს დაბადებული გ.ა. წალკაში დააკა. ის წალკის რაიონის სოფელ წინწყაროს გამგებლის, გიორგი აფრასიძის ბიძაა.
უწყების ცნობით, გოჩა აფრასიძე “ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტსა და ოპერატორს დაუპირისპირდა, მათ შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა.
მომხდარზე გამოძიება ორი, ძალადობისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულს 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით 1967 წელს დაბადებული გ.ა. წალკაში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ა. მიმდინარე წლის 30 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს დაუპირისპირდა, მათ შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ შეუშალა ხელი.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ძალადობისა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე და 154-ე მუხლებით მიმდინარეობს”,-ნათქვამია განცხადებაში.