გააფეტიშეს, ფაქტიურად ბიბლიად გაიხადეს მიშელის დოკუმენტი, სარგებლობას კი მხოლოდ “ქართული ოცნება” ნახულობს – ჭიჭინაძე

“ტრიბუნას” ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ბოიკოტის დასასრული ახალი ეტაპის დასაწყისი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ვინც მიშელის დოკუმენტზე ხელი მოაწერა, ხალხის ინტერესები გაყიდა და ქვეყანა ჭაობში დააბრუნა:

“საქართველოში ზვიადისტები გვყავდა, პუჩისტებიც, მიშისტები, ბიძინისტები…

ახლა გვყავს სამაგიეროდ მიშელისტები!

30 წელი ბნელ ტყეში რომ მოვდიოდით, ძლივს აღმოვაჩინეთ 21 – საულუნეში, რომ თურმე ამ ქვეყნის ბედნიერება მიშელის დოკუმენტზე გადის – აი ამის დამტკიცებას ცდილობს მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი, პარლამენტში შესული ოპოზიცია.

გააფეტიშეს, ფაქტიურად ბიბლიად გაიხადეს ეს დოკუმენტი, სარგებლობას კი მხოლოდ „ქართული ოცნება“ ნახულობს.

მითუმეტეს, „ოცნებას“ ხომ თავის რეალობა და პირადი თარგმანები აქვს, სადაც ღრმად არიან დარწმუნებული, რომ მიშელი იმიტომ ჩამოვიდა საქართველოში, რომ ისინი

დატოვოს ხელისუფლებაში 2030 წლამდე.

მოკლედ, ახალი ეტაპის დასაწყისი ბოიკოტის დასასრული უნდა ყოფილიყო და ვინც ამ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით ხალხის ინტერესები გაყიდა და ჭაობში დაგვაბრუნა, მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში საერთოდ აღარ უნდა იყოს, რადგან ეს ხალხის მოთხოვნა ნამდვილად არ ყოფილა და ასე მიშელისტებად უნდა დარჩნენ ბოლომდე” – განაცხადა ჭიჭინაძემ,

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share