“სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. ამაზე, მემგონი, კითხვის ნიშანი არ დგება. იმედი მაქვს, რომ არ ექნება ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს გასაწევი ის სამუშაო, რომელიც სალაპარაკო გახდება ალბათ ყველას მხრიდან, რომ სადმე ადგილი ჰქონდა ძალადობას. ვერასოდეს ვერ იქნება მოწონებული ძალადობა ან წახალისება ძალადობისკენ, ან თუნდაც პროვოკაციული ქმედებები.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნეს არიდებული ყველა სახის ძალადობა. ფაქტი ერთია, რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი გამოხატვის უფლება ყოველთვის იყო დაცული, ყოველ შემთხვევაში,
“ქართული ოცნების” ხელისუფლების დროს ნამდვილად იყო დაცული და აუცილებელია, რომ ნებისმიერ ადამიანს ხვალ და ზეგ, რა საკითხთან დაკავშირებითაც უნდა თავისი უფლება გამოხატოს, არ შეეზღუდოს ეს უფლება. რაც შეეხება ძალადობის წახალისებას და შესაბამისად, ძალადობის არ ვიცი როგორ ვთქვა, განხორციელებას, მე მეეჭვება ადამიანი ვინც შეიძლება იყოს ამის მომხრე”.
თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილ ღირსების მარშზე.