TikTok-მა მილიონობით არასრულწლოვანი მომხმარებლის ანგარიში წაშალა

TikTok-მა სოციალური პლატფორმიდან 7.3 მილიონი არასრულწლოვანი მომხმარებლის ანგარიში წაშალა.

BBC-ის ცნობით, აღნიშნული პირები არღვევდნენ პლატფორმის სამომხმარებლო პოლიტიკას, რომელიც რეგისტრაციისთვის მინიმალურ ასაკად 13 წელს ითვალისწინებს.

მსოფლიოს მასშტაბით TikTok-ს მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. New York Times-ის ინფორმაციით, ამერიკელი მომხმარებლების თითქმის მესამედი არასრულწლოვანია.

კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, არასრულწლოვანთა გამოვლენა და მათი ასაკის ზუსტი განსაზღვრა რთული პროცესია, რომელშიც აქტიურად გამოიყენება TikTok-ის ალგორითმი.

ანგარიშის თანახმად, 2021 წლის პირველ კვარტალში წესდების დარღვევის გამო, წაიშალა 62 მილიონი ვიდეო და თითქმის 11 მილიონი მომხმარებლის ანგარიში.

ტაბულა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share