გოგი წულაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს

“ახალი ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია გაათავისუფლეს.

“მთავარი არხის” ვებგვერდისთვის ცნობილი გახდა, რომ ამ წუთებში პოლიტიკოსის სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გოგი წულაიას ადვოკატის შუამდგომლობა დაააკმაყოფილა და მას 6 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ინფორმაციას ადვოკატი ვალერი გელბახიანი ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ გოგი წულაია სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, მას წინასწარი პატიმრობა 3 თვით მიესაჯა, ამ დროის მანძილზე პოლიტიკოსი შიმშილობდა, რის გამოთაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share