“თბილისი პრაიდის“ კვირეულის მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ

ისინი იმ ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც „პრაიდის“ კვირეულის პირველი ღონისძიებაა დაგეგმილი. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ არ ჩატარდეს კვირეული.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ამასთან, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხდება, რომლის მიხედვითაც, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას 1-ელ ივლისს დაგეგმილი „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

უწყება მოწოდებს ყველას, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share