ძალადობრივი დაჯგუფის წევრები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.
მათ კვერცხებისა და ბოთლების სროლა დაიწყეს.
რადიკალებმა გზის გადაკეტვა სცადეს იმ ტერიტორიაზე, სადაც “ლგბტქ” პრაიდის დახურული ღონისძიება ტარდებოდა, რისი შესაძლებლობაც პოლიციამ არ მისცა. დაპირისპირების დროს ჰომოფობიურად განწყობილი პირები პოლიციელებსაც დაესხნენ თავს.
ღონისძიების ტერიტორიაზე საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან მობილიზებული.