რადიკალები პოლიციას წინააღმდეგობას უწევენ, რის გამოც, დააკავეს კიდევ 4 პირი, ჯამში – 16

დაკავებების მორიგი სერია – ძალადობრივი დაჯგუფების წევრები ისევ რჩებიან იმ ტერიტორიაზე, სადაც თბილისი პრაიდის მონაწილეები არიან შეკრებილები.

რადიკალები პოლიციას წინააღმდეგობას უწევენ, რის გამოც, არსებული ინფორმაციით, დააკავეს კიდევ 4 პირი.

თბილისი პრაიდის კვირეულის პირველი დღე კი დასრულდა. კინოჩვენებას დიპლომატები დაესწრნენ. ახლა პოლიციის მთავარი საზრუნავია უსაფრთხოდ დატოვონ დიპლომატებმა ტერიტორია.

ამ დრომდე არსებული ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციას 12 პირი ჰყავდა დაკავებული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share