შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ ხელისუფლების ქმედებები და მოსამართლეთა დანიშვნის საკითხი შეაფასა მიხეილ სააკაშვილმა:
“ერთადერთი რასაც ამზადებენ ახლა ამერიკელები არის სანქციები მოსამართლეების მიმართ. მათ აქვთ სრული სია გამოთხოვილი, რომელიც ქართულმა არასამთავრობოებმა გადასცეს, რომელმა მოსამართლემ რა მოიპარა, ვის რა ქონება აქვს, პრაქტიკულად ყველა ცნობილი გვარია ამ სიაში. ასევე ბათუმში ასამართლებს ერთი თაღლითი მოსამართლე უკრაინელ მეზღვაურებს და მათ შორის მიშა ბატურინს და 4 წლის მისჯას აპირებენ სრულიად უდანაშაულო ადამიანებისთვის, ამიტომ სანამ ცხვირში მაგათ არ მოხვდებათ ეს სანქციები ჭკუას ვერ ისწავლიან, სანქციაც მოხვდებათ და ციხეშიც დაამთავრებენ”,- თქვა მიხეილ სააკაშვილმა “დღის სტუმრის” ეთერში.