“ქვეყანაში, რომელსაც შენი ქვეყნის 20%-ი ოკუპირებული აქვს, კონცერტით ჩასვლა არ მიმაჩნია სწორად. ყველას თავისი არჩევანი აქვს, მაგრამ ჩვენ ვართ სახელმწიფო ანსამბლი და ჩვენ საქართველოს წარმოვადგენთ. მე მაქვს ის შეგრძნება, რომ ქვეყანაზე ვაგებ პასუხს. ჩვენს კონცერტებში, დღესაც დაცულია საქართველოს მთლიანობა, სადაც აფხაზურსაც ვცეკვავთ და ოსურსაც და აი ამ პროგრამით გავდივართ ყველგან და ხაზს ვუსვამთ, რომ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოა. ძალიან მინდა, რომ ხორუმით შევიდე სოხუმში. მე მინდა კონცერტი სოხუმში. ეს იქნება ქუცაში, სანაპიროზე, თუ დანგრეულ სოხუმის თეატრში, სულ ერთია. მე მინდა იქ ავაფრიალო ქართული დროშა. ეს მთელი ანსამბლის სურვილია. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ასე გაგლეჯილი საქართველო დიდხანს არსებობდეს”. -ამბობს ნინო სუხიშვილი ტვ “მთავარის” გადაცემაში, “მხოლოდ ლელასთან”.