ახალი დეტალები ოზურგეთში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ

გუშინ ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე ვულკანიზაციაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. თანამშრომელს, ავტომობილის საბურავი აუფეთქდა.60 წლის ოთარ სიხარულიძე ადგილზე გარდაიცვალა. ის სოფელ მაკვანეთის მკვიდრია.

როგორც “გურიის მოამბესთან” თვითმხილველები ყვებიან, მამაკაცი “ზილის” მარკის ავტომობილის საბურავს ბერავდა, რა დროსაც საბურავის რკინის რგოლი ამოვარდა და  მამაკაცს მოხვდა.

“ზილის” საბურავს ბერავდა, ამოვარდა რკინის”კალცო” და მოხვდა, ადგილზე დაიღუპა.”- ყვებიან თვითმხილველები.

შს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისმობს, რამაც ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share