ზეთი 47.1%-ით გაძვირდა – ნახეთ პროდუქტების ფასები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ივნისში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებელი 9.9%-ით გაიზარდა.

წლირი ინფლაციის ფორმირებაზე, ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 %-ით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ზეთი და ცხიმი – 47.1%;
  • ბოსტნეული და ბაღჩეული – 16.6%;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 13.7%;
  • თევზეული – 11.1%;
  • რძე, ყველი და კვერცხი – 10.6%;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 7.3%;
  • ყავა, ჩაი და კაკაო – 7.2%;
  • პური და პურპროდუქტები – 5.5%;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები – 5.3%.

ამასთან, ფასები შემცირებულია:

  • ხილსა და ყურძენზე – 19.5%;

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა: – 22%-ით.

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირიჯგუფში დაფიქსირდა ფასების 10.5%-იანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:

  • ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 14%;
  • საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება – 7.3%;
  • წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება – 4.5%;
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share