ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, შშ დოლარის ღირებულებამ 3.1619 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.1659 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0040 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7484 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.7639 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0155 ლარი შეადგინა.