ოლიმპიურმა ჩემპიონმა და პარლამენტარმა მანუჩარ კვირკველიამ სპორტულ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა

ოლიმპიურმა ჩემპიონმა, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მანუჩარ კვირკელიამ სპორტულ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა.
,,დღეს სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღეა. ჩვენი ქვეყნის თითოეულ სპორტულ ჟურნალისტს გილოცავთ დღევანდელ დღეს. ჩემთვის, როგორც ვეტერანი სპორტსმენისთვის და წარსულში სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელისთვის უცხო არ არის თქვენი როლის შესახებ, ვფიქრობ, შეუდარებლად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ ქართული სპორტის განვითარებისთვის, ასევე მისი მსოფლიო პოპულარიზებისთვის. თქვენი კრიტიკა და მხარდაჭერა ხშირად მასტიმულირებელია სპორტული სამყაროსთვის და თითოეული სპორტსმენისთვის. მრავალი წლის მანძილზე მეძლეოდა შესაძლებლობა, რომ თქვენს დიდ ნაწილთან მქონოდა საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა, შესაბამისად ჩემთვის კიდევ უფრო ნათელია თქვენი წვლილი სპორტში. გილოცავთ ამ თარიღს და დღეს, როგორც საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი და თავმჯდომარის მოადგილე, სპორტთან დაკავშირებით საჯაროდ გიცხადებთ მზადყოფნას მჭიდრო ურთიერთობის და პარტნიორობის შესახებ” – ნათქვამია კვირკელიას განცხადებაში.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share