წელს ეროვნულ გამოცდებს 24 მსჯავრდებული აბარებს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის ეროვნულ გამოცდებს 24 მსჯავრდებული აბარებს. უწყების ცნობით, 2 ივლისს საპატიმროებიდან მათი ეროვნულ საგამოცდო ცენტრებში გაყვანის პროცესი დაიწყო:

“დღეს, 2 ივლისს პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში მსჯავრდებულების გაყვანის პროცესი დაიწყო.

წელს, პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 24 მსჯავრდებული იღებს მონაწილეობას.

სპეციალური პენიტენციური სამსახური თითოეულ მათგანს წარმატებას უსურვებს და მსჯავრდებულების საგამოცდო ცენტრებში შეუფერხებლად გადაყვანას უზრუნველყოფს” – ნათქვამია ინფორმაციაში.

http://newposts.ge/

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share