ივანიშვილს უნდა რომ ვიყოთ ცხოველები და ვისეირნოთ დენდროპარკში – აჩიკო გულედანი არჩევნების შედეგებზე

ქართველმა მუსიკოსმა აჩიკო გულედანმა, გადაცემა დღის სტუმარში, ცესკოს წინ მიმდებარე აქციიდან გაყალბებული არჩევნების შედეგებზე ისაუბრა და თქვა, რომ “ქართული ოცნება” არის ამორფული მასა, რომელსაც ერთი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი მართავს და საზოგადოებას პროტესტისკენ მოუწოდა.

“ამაზე მეტი თავხედობა არ არსებობს, საზოგადოებას ერთი გზა აქვს რაიმეს ცვლილებისთვის აქციების გარდა, ეს არის არჩევნები, ყველანი მივედით არჩევნებზე პანდემიის დროს და ესენი ადგნენ და დაწერეს ის, რაც მოუნდათ, რომ ვიღაცა პარლამენტში მანდატების გულისთვის შევიდოდა და ამ კლოუნადას გაამართლებდა.. კი არ გააყალბეს, ბოდიში, მაგრამ თავზე გადაი**ეს.

მათ აერთიანებთ ერთადერთი ფასეულობა – ფული, ის რითიც ერთი ადამიანი ამ  ყმებს მართავს, შიშიც და ძალაუფლებაც. საზოგადოება, არ შეეგუება, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა წაართვას არჩევანის უფლება და აცხოვროს დენდროპარკში, ჩვენ ვიყოთ სხვადასხვა ჯიშის ცხოველები, რომლებიც ვისეირნებთ აქ და თავს დავიქნევთ, ან არ დავიქნევთ, იმის მიხედვით, როგორ მოესურვება ერთ ადამიანს- ბიძინა ივანიშვილს, ეს არ მოხდება … ტიპები გამოვიდნენ და თავიანთ ამომრჩეველს დაპირება მისცეს ნაციონალურ მოძრაობას გავაქრობთო, ეს არის ამორფული მასა, რომელსაც მართავს ერთი ადამიანი, არ შეიძლება ამაზე ადამიანებს არ ჰქონდეთ პროტესტი.” – ამბობს გულედანი.

გულედანმა, ოპოზიციის ბოიკოტზეც ისაუბრა და თქვა, რომ ოპოზიცია ადეკვატურად გამოხატავს ხალხის აზრს, რადგან  საზოგადოების მოთხოვნაა, რომ პარლამენტი იყოს მრავალპარტიული.  გულედანის თქმით, ოპოზიციის ერთიანობის ასეთი პრეცედენტი საქართველოში მას არ ახსოვს.

“ჩვენს აღშფოთებას არ აქვს პარტიული კუთვლინება, ჩვენ ვართ მოქალაქეები ამ ქვეყნის, ვისაც არჩევნები საერთოდ გააუუქმეს, როგორც რუსეთში, ესეთი რამე აქ არ გამოვა, ეს არის საქართველო. 90-იანი წლების შემდეგ აქციებს ვადევნებ თვალყურს და პირველად ხდება, რომ პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდა.”,- თქვა აჩიკო გულედანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share