ოზურგეთში, სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი გაიხსნა

ოზურგეთში, სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი გაიხსნა.

აღნიშნული ცენტრის, მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივ დონეზე სამუშაოს მაძიებლებს განავითარონ უნარები და გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით, ასევე პრიორიტეტს დამსაქმებლისა და პოტენციური დასაქმებულის ერთმანეთთან დაკავშირება წარმოადგენს. ცენტრის წარმომადგენლებმა, პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მოქალაქეებს და მედიის წარმომადგენლებს.

ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ საუბრისას აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად ხელს შეუწყობს აღნიშნული პროექტის განხორციელებას.

პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ გურიის რეგიონში, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე ჩამოყალიბდა, რომელიც გაძლევთ უნიკალურ შანსს შეხვდეთ საუკეთესო ტრენერებსა და დარგის სპეციალისტებს, მიიღოთ დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები და აუცილებელი ცოდნა.

პროექტი, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან ერთად ხორციელდება.

სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის მომსახურებით სარგებლობა შეუძლია 16 წლის ზემოთ ნებისმიერ პირს, ვისაც სურს, განავითაროს უნარები, ისწავლოს და დასაქმდეს.

ფოტოს გახსნა

#ოზურგეთი2021

#გურია

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share