ლევან ვასაძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უპირისპირდება

ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერი, პრორუსი ლევან ვასაძე პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სტუმრობას უსირცხვილოს უწოდებს.

ვასაძემ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი აგრესიული და ჰომოფობიური ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც უცხოელ პარტნიორებს შეურაცხყოფას აყენებს.

“ამას ემატება ეს უტიპარი შეუვალი უსირცხვილო საქციელი დასავლური დიპლომატიური კორპუსის მხრიდან, რომელსაც რამდენჯერმე უთხრა მთელმა ერმა, დედა ეკლესიამ, რომ ეს ჩვენთვის მიუღებელია. ისინი უტიფრად აგრძელებენ თავისი ნების შესრულებას”,- ამბობს ვასაძე.

გუშინ Tbilisi pride-ს ფარგლებში კვირეული ფილმის ჩვენებით დაიწყო, რომელსაც ეჩებიც და ევროკავშირის წევრებიც დაესწრნენ. ფილმის ჩვენებას არ ჩაუვლია ჰომოფობების აქციის გარეშეც, რომლებიც ორგანიზატორების მიმარაც და ასევე, სტუმრების მიმართაც, აგრესიით გამოირჩეოდნენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი პოლიციამ მიკროავტობუსებით გადაიყვანეს ფილმის ჩვენებაზე მისული ადამიანები.

metronom. ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share