ოზურგეთელი მძლეოსანი სოფიკო შათირიშვილი ტოკიოში მიდის!
სოფიკო 2021 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილე გახდა!
ეს უკვე დიდი წარმატებაა!
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსღებელ დაწესებულებათა გაერთიანების და საქართველოს ეროვნული მძლეოსნობის ფედერაციის ნაკრების მძლეოსანი, სოფიკო შათირიშვილი ( მწვრთნელები : დავით მანთიძე, მარინე კოტრიკაძე ) ოლიმპიადაზე მიდის!
უპრეცედენტო მოვლენა ოზურგეთის მძლეოსნობის ისტორიაში, გოგონა მტყორცნელი უმაღლესი რანგის, მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენთა შორის იქნება და იასპარეზებს.
ეს უკვე დიდი წარმატებაა! ,, მიხარია, რომ სოფიკომ ამხელა წარმატებას მიაღწია. პირველად მე ვირწმუნე მისი შესაძლებლობების, მოტივი მივეცი და ერთად ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რომ ეს დღე დამდგარიყო. ოლიმპიადა ყველა სპორტსმენისთვის სანუკვარი ოცნებაა, სოფიკომ ეს იცნება აიხდინა და მიხარია, რომ ამ ოცნების განხორციელებაში მეც მიმიძღვის წვლილი.
ახლა მადლობების ჯერი დადგა: მადლობა პირველ რიგში სოფიკოს, რომ ამხელა სიხარული მომანიჭან!
ასევე დიდი მადლობა მის ამჟამინდელ მწვრთნელს, ამავდროულად საქართველოს ნაკრების მწვრთნელს, დავით მანთიძეს, მართლა დაუღალავი შრომისთვის და სოფიკოს წვრთნისთვის!
უღრმესი მადლობა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ დავით ახვლედიანს, ვიცე – პრეზიდენტს, ვასო ბერიშვილს, ბადრი ასათიანს, მარიამ იმნაძეს, მსაჯთა კოლეგიას, ყველა წარმომადგენელს…
ასევე დიდი მადლობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების გენერალურ დირექტორს, გელა შაფაქიძეს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.
წარმატებები სოფიკოს მნიშვნელოვან ოლიმპიადაზე, მან გურია და ოზურგეთი უნდა ასახელოს! ” – მარინე კოტრიკაძე
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელი დაწესებულებათა გაერთიანება ამაყი და ბედნიერია, რომ ოლიმპიადაზე ოზურგეთიდან ქალი მძლეოსანი გვეყოლება!
გულწრფელი წარმატებები და ოქროს მედალი სოფიკოს!
ველით მისგან ქართული დროშის აფრიალებას!