ჰომოფობიური ჯგუფების ლიდერი ლევან ვასაძე სოციალურ ქსელში კიდევ ერთ აგრესიულ ვიდეო მიმართვას ავრცელებს და ამბობს რომ თბილისი პრაიდი ჩატარება არის ეროვნული ღირსების ღალატი, რომელსაც პოლიტიკოსებმაც და ჟურნალისტებმაც მხარი დაუჭირეს. მისი ვიდეო მიმართვა გამოირჩევა აგრესიით ჟურნალისტების და პოლიციელების მიმართაც.ვასაძე ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ შეურაცხყოფას აყენებს. “გული მტიკვა როდესაც ვუცქერ რა ხდება ამ დღეებში თბილისში, გული მტკივა რომ მანდ არ ვარ. ქართველი ერის ღალატს ვხედავ. ეს არის ქართული ტრატიდიების ღალატი სრული პოლიტიკური სპექტრიდან — ქართული ოცნების მხრიდან რომელმაც ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიიღო, 15 ოპოზიციური პარტიის მხრიდან რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ ელგბტ მანიფესტს, გახარიას პარტიიდან ნათია მეზვრიშვილის მხრიდან რომელმაც თქვა რომ ეს პრაიდი უნდა ჩატარდეს. ამას ემატება ქართველი ჟურნალისტების სრულიად უტიფარი, ნამუს გარეცხილი, მოღალატეობრივი პოზიცია საქართველოს ტრადიციების მიმართ. ქართველი ჟურნალისტები ცალკეული ტიპის არსება გამოიყვანეს. ამას ემატება ეს უტიპარი შეუვალი უსირცხვილო საქციელი დასავლური დიპლომატიური კორპუსის მხრიდან, რომელსაც რამდენჯერმე უთხრა მთელმა ერმა, დედა ეკლესიამ, რომ ეს ჩვენთვის მიუღებელია. ისინი უტიფრად აგრძელებენ თავისი ნების შესრულებას. მინდა ძალოვანებს მოვუწოდო, რომ ნუ ირცხვენენ თავს, არავითარი მუნდირი, პაგონი, ჯამაგირი და კარიერა არ გიღირთ რასაც თქვენ ახლა აკეთებთ, თქვენი სახეები სამუდამოდ რჩება ამ ვიდეო კადრებში, მერე თქვენივე შვილები გკთხავენ მამა რას აკეთებდი შენ პიდარასტების აღლუმს იცავდი? ქართველი ხალხისაგან? ქართველ ხალხს ბოჭავდი? როგორ აუხსნით თქვენ საქციელს? როგორი შვილები გაგეზრდებათ თქვენ მასეთ მორალში? როგორ უნდა აღუდგეთ ჩვენ ამ სოდომიზაციას საქართველოსი თუ თქვენ ასეთ საქციელს გააგრძლბთ? ყველა ვინც შუაშისტია მინდა მოვახსენო რომ შუა არ არსებობს ან ხარ შენი ქვეყნის მხარეს ან ხარ მისი ღალატის მხარეს”,- ამბობს ვასაძე.
გუშინ Tbilisi pride-ს ფარგლებში კვირეული ფილმის ჩვენებით დაიწყო, რომელსაც ეჩებიც და ევროკავშირის წევრებიც დაესწრნენ.
ფილმის ჩვენებას არ ჩაუვლია ჰომოფობების აქციის გარეშეც, რომლებიც ორგანიზატორების მიმარაც და ასევე, სტუმრების მიმართაც, აგრესიით გამოირჩეოდნენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი პოლიციამ მიკროავტობუსებით გადაიყვანეს ფილმის ჩვენებაზე მისული ადამიანები.
Metronom. ge