აშშ-ის პრეზიდენტი სიკვდილით დასჯის გაუქმების მომხრეა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა განაცხადა.
„მან ღიად თქვა,რომ მხარს უჭერს სიკვდილით დასჯის გაუქმებას. პრეზიდენტი მოხარულია, რომ პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა,“- აღნიშნა ჯენ პსაკიმ.
მანამდე ამერიკის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გამოაცხადა.
cnews.ge