ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პორტალი მასირებული კიბერშეტევის გამო არ მუშაობს.
ტიკარაძის მოადგილის ინფორმაციით, სპეციალისტები პრობლემის აღმოსაფხვრელად უკვე მუშაობენ.
“დღეს, დღის პირველი ნახევრიდან იგეგმებოდა რეგისტრაციის დაწყება, თუმცა როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, საიტზე მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობს, რაც პროცესი შეაფერხა. პროცესში შესაბამისი უწყებები არიან ჩართულები და მიმდინარეობს პრობლემის შეფასება იმისათვის, რომ უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში ეს ხარვეზი აღმოიფხვრას,”- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
booking.moh.gov.ge-ს გარდა, ბაზაში შეფერხების გამო, არ განახლებულა Covid-19-ის დღევანდელი სტატისტიკაც.