ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ოზურგეთის მერიასთან. ის ადამიანები, რომლევიც კურორტ გომისმთაზე საკუთრებას ფლობენ, ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანამხადაც მათ კურორტზე, სახლის შესარემონტებლად სამშენებლო მასალების ატანის უფლებას არ აძლევენ. მეაგარააკები ამბობენ, რომ გომისმთაზე მხოლოდ იმ ადამიანებისთვის არის დაშვებელი მშენებლობა, რომლებსაც გავლენიანი მფარველები ჰყავს და ამ ადამიანებს სახლების უკანონოდ აშენების უფლებასაც კი აძლევენ. მათ შორის არიან პოლიციელები, სასულიერო პირები და საკრებულოს და მერიის თანამშრომლებიც.
_ გლეხები არავის ადარდებს. მათთვის კანონი არ კანონობს. კანონიერ მეპატრონეებს სამშრნებლო მასალა ვერ აქვთ, ხოლო გავლენიანი მფრაველების ვისაც ჰყავს, ისინი უკანონოდ, ყოველგვარი დოკუმენტების გარეშე ვილებს აშენებენ, _ ამბობს აქციის ერთ_ერთი ორგანიზატორი თამაზ ბაკურიძე და აღნიშნავს, რომ გომისმთაზე დღემდე პრობლემას წარმოადგენს მიწის დაკანონებაც.
აქციის მონაწილეების თქმით, გასულ წელს, საარჩევნოდ ამ პრობლემის მოგვარების დაპირება მიიღეს, თუმცა მოატყუეს და დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელია. მეაგარაკეები ამბობენ, რომ თუ რამდენიმე დღეში ხელისფლება სწორ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, აქციები ფართომაშტაბიან ხასიათს მიიღებს.
_ საარჩევნოდ მოგვატყუეს, დაგვპირდნენ და მათი რომ გაისწორეს, ხალხი სულ დაავიწყდათ. სამაგიეროდ, თავად მშვენივრად აშენებენ კოტეჯებს და არავინ არაფერს ეუბნება. ჩვენ კი სამართალს ვერ ვპოულობთ, _ ამბობენ აქციის მონჭილეები.
აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებს დღეს ადგილობრივი ხელიუსფლება არ შეხვედრია. გურიის ახალმა გუბერნატორმა, გიორგი ურიშაძემ, იმის ნაცვლად რომ მოსახლეობისთვის მოესმინა, შენობა ლამის თავპირისმტრვრევით დატოვა და ჟურნალისტებს, რომელბსაც მისი პოზიცია აინტერესებდა, ცოტა დააკლდა და მანქანით გადაუვლიდა.
საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ კი აღნიშნა, რომ დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.