ჩოხატაურის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ანალიტიკური და საინვესტიციო განყოფილების ხელმძღვანელს, კორონავირუსი დაუდასტურდა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას თქმით, მერია მიუხედავად ამ ფაქტისა, სრული დატვირთვით მუშაობს.

„ჩვენს თანამშრომელს, ანალიტიკური და საინვესტიციო განყოფილების ხელმძღვანელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის კოვიდ კლინიკაშია გადაყვანილი, მის განყოფილების ორი თანამშრომელი, თვითიზოლაციაში იმყოფება- განაცხადა კუჭავამ.

შეგახსენებთ დღეს გურიის რეგიონში კორონავირუსის 89 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share