“ჰანს კლუგემ, ჯანმო-ს ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, რომელიც საქართველოში იყო შვიდი დღე და ჩვენს საქმიანობას ეცნობოდა, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა, [ძალიან არ უყვართ ოპონენტებს ამის მოსმენა] რომ ძალიან კარგად მუშაობთ, ბრავო თქვენ, ბრავო. ეს თქვა ევროპის პირველმა პირმა და ინფექციონისტმა. როდესაც კლუგე კარგად ეცნობა ჩვენ მუშაობას და ამბობს, ბრავო და კალოიანი, რომელსაც ერთი დღე არ გაუტარებია კლინიკაში, ერთი ავადმყოფი არ გადაურჩენია, ერთი კონსტრუქციული, ჭკვიანური წინადადებით არ შემოსულა, რომ ჩვენ გაგვეთვალისწინებინა. მხოლოდ იმას ამბობს, რომ საჭიროა სისტემური ცვლილებები, ამას ყველა, ნებიმისმიერი იტყვის… [კრიტიკოსები] გულზე სკდებიან ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები და ჩვენი მართვის მეთოდები წარმატებულია. პირდაპირ ვერაფერს ამბობენ და ასე არაპირდაპირი მინიშნებები აქვთ”
– ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე “პალიტრანიუსის” ეთერში.