ჯორჯიის შტატში ხმების 99% დათვლილია – თუ შტატში ბაიდენი მოიგებს, ტრამპი საჭირო ხმებს ვეღარ მოაგროვებს

ბიბისის მიხედვით, თუ ბაიდენი ჯორჯიის შტატში უპირატესობას მოიპივებს, ტრამპი ვეღარ მოაგროვებს ამომრჩეველთა კოლეეგიის ხმების საჭირო რაოდენობას (270) იმისთვის რომ პრეზიდენტობა შეინარჩუნოს.

ამჟამინდელი მონაცემებით, ჯო ბაიდენს ხმების 49,39% -ს აქვს, დონალდ ტრამპს კი 49,37%. ამ დროისთვის ბიულეტენების დაახლოებით 99%-ია დათვლილი.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხმების გაყალბებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მან მოიგო არჩევნები.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ მიიღებს ამომრჩეველთა კოლეგიის 60 ხმას. ბაიდენს გამარჯვებისთვის 6, ტრამპს კი 56 ხმა სჭირდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share