რამდენიმე საათის წინ, ლანჩხუთში, მთავარ მაგისტრალზე მშენებარე ხიდის ძველი ნაწილი ჩამოიშალა, რამაც გზის სავალი ნაწილი მთლიანი ჩახერგა და მთავარი მაგისტრალი პარალიზებული გახდა.
“გურია თუდეი” – ს ცნობით, მსუბუქ ავტომობილებს შემოვლითი გზით უწევდათ გადაადგილება, ხოლო სატვირთოებს რეკომენდაციას აძლევდნენ, სამეგრელოდან ევლოთ. მ
ას შემდეგ, რაც გზა გაიწმინდა, მაგისტრალზე მოძრაობა აღდგა.
ლანჩხუთში, მთავარ მაგისტრალზე, რამდენიმე დღეა საცობია და ტრანსპორტი შეფერხებით გადაადგილდება. ამის მიზეზი სწორედ მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოებია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ახალი ხიდის გასაკეთებლად რატომღაც ზაფხულის დღეები შეარჩია, როცა მაგისტრალი განსაკუთრებით დატვირთულია.
ამიტომაც მძღოლებს ზოგჯერ საცობში ნახევარსაათიანი ლოდინი უწევთ.