document.body.remove()
გურიის მოამბე

ავსტრიამ საქართველოს 5000 დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა აჩუქა

საქართველოს ავსტრიამ 5000 დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა აჩუქა. ამის შესახებ ავსტრიაში საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ახლახანს დაეშვა თბილისის აეროპორტში ვენა-თბილისის რეისი, რომელითაც ავსტრიის მიერ საქართველოსათვის საჩუქრად გადაცემული 5000 დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ჩავიდა! დიდი მადლობა ავსტრიის მთავრობას – ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს, ამ დახმარებისა და სოლიდარობისათვის! ეს მეგობრობის მნიშვნელოვანი ჟესტია, რასაც ძალიან ვაფასებთ“, – წერს ციხელაშვილი.

ასტრაზენეკას ვაქცინა თბილისში უკვე ჩამოიტანეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights