„თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, მათ შორის არსასულიერო პირებიც

ისინი „თბილისი პრაიდის” ღონისძიების გაუქმებას მოითხოვენ.

როგორც „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ წარმომადგენელმა გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, შეიძლება მოხდეს შეტაკება პოლიციასთან.

„ძალადობა არის ლგბტ სიბილწის პროპაგანდა. წესით, ამ ძალადობრივ აქტს უნდა დაუპირისპირდეს პოლიციის ადეკვატური ძალა და ისინი განარიდოს, ჩამოართვას პლაკატები და გაიყვანოს ტერიტორიიდან, მაგრამ რადგან პოლიცია ამას ვერ გააკეთებს, რადგან პოლიციას მიღებული აქვს კანონი, რომ ლგბტ ცხოვრების წესი არის ნორმა, ამდენი ხალხი ჩამოდის იმიტომ, რომ ფაქტობრივად პოლიცია ჩაანაცვლონ.

როდესაც ხდება ისე, რომ პოლიციამ შეიძლება ხალხს დაუწყოს დარბევა და მათ ვერ გააჩერონ ლგბტ ძალადობა, მაშინ შეიძლება მოხდეს შეტაკება პოლიციასთან და უბრალოდ ჭყლეტა რომ იყოს, შეიძლება ვიღაც დაიღუპოს, შეიძლება ვიღაცამ ვერ გაუძლოს. ტანკებიც რომ გამოიყვანონ, ხალხი მაინც არ გაჩერდება. დამნაშავე პირველ რიგში საელჩოები და ტელევიზიებია. ლგბტ მოძრაობა რომ დაიწყება, ჩვენ ფიზიკურად ხელს შევუშლით, რომ არ იმოძრაონ, გადავალთ გზის სავალ ნაწილზე, რომ მათ არ იმოძრაონ და პლაკატებს წავართმევთ – ეს არის მოწოდება და რა მოხდება არ ვიცი”, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share