გურიაში შესაძლებელია ალუმინის წარმოება

ამიერკავკასიის სტატისტიკურ-ეკონომიკური კრებულის (გამოცემულია 1925 წელს) მიხედვით გურიაში, კერძოდ ოზურგეთში არსებობს ლატერიტული წარმონაქმნების საკმაოდ დიდი დანალექები, რომლისგანაც შესაძლებელია ალუმინის მიღება.

საუბარია აჭარა გურიის საზღვარზე, თუმცა კრებულში ზუსტი ადგილმდებარეობა არ კონკრეტდება.

აქვე აღნიშნულია, რომ  ადვილად გასახსნელი თიხა ამ ელიუვიალურ წარმონაქმნებში ზოგ ადგილზე აღწევს 39%-ე და თუ კი წიაღისეულის დანალექების გამოკვლევა აჩვენებს ხსენებული შემადგენლობის ტოლ ან/და უფრო მეტ შემცველობის გავრცელების შესაბამის მასშტაბს უეჭველია, რომ აქ შესაძლებელია აულუმინის წარმოება.

ლატერიტი (< ლათ. later – აგური) — ნოტიო ტროპიკული და სუბტროპიკლი ჰავის პირობებში ლატერიტიზაციის შედეგად წარმოქმნილი ალუმინისილიკატების გამოფიტვის ელუვიური პროდუქტი. ლატერიტი გამოფიტვის ქერქის გათბობის, ორგანული ნივთიერების სწრაფი დაჟანგვისა და Fე-ის ძნელად გატანის გამო წითელი ფერისაა. იგი ძირითადად შედგება კაოლინიტის, რკინის ჟანგის, ტიტანის ორჟანგის, ჯიბსიტის, მაგნეტიტისა და ჰალუაზიტისაგან.

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share