დღეს, 5 ივლისს რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები “სირცხვილიას” ოფისში შეიჭრნენ და “პირველების” ოპერატორი სასტიკად სცემეს, მათ ოფისს ქვები დაუშინეს.
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“ოფისებში უვარდებიან ხალხს ეს მოძალადეები და პოლიციას სძინავს საღათას ძილით. დასისხლიანებული მედიის წარმომადგენლები თუ შეგრჩეთ, აგერ თქვენ და აგერ მე!!!
ღარიბაშვილო, შენს დღევანდელ განცხადებას მოგიბრუნებს ისტორია, თანაც მალე! თანაც ძალიან ცუდად. ესაა ჩვენი ოპერატორი- ლექსო ლაშქარავა ამ წუთებში” – დაწერა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში.