კულტურის მინისტრი აცახდებს, რომ რადიკალური ძალების მიერ მოქალაქეების და ჟურნალისტების დარბევის დროს პოლიცია ისე მოქმედებდა, როგორც შეეძლო.
“მე არ მეგულება ადამიანი რომელიც არ ემიჯნება ძალადობას. მალე გამოჯანრთელებას ვუსურვებ დაზარალებულებს. პოლიციას როგორც შეეძლო, ისე მოქმედებდა და ასე იყო აქციის დღემდეც. იყო კომუნიკაციაც მათი მხრიდან. საჭიროა გავეცნოთ რამდენიმე წიგნს ადამიანის უფლებების სამართალში”, – განაცხადა წულუკიანმა.
5 ივლისს რუსთაველის გამზირზე რადიკალურმა ჯგუფებმა თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი ღირსების მარში გააპროტესტეს. ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ განლაგებული კარვები დაარბიეს, სცემეს მოქალაქეები. პუტინისტური ჯგუფების პირდაპირი სამიზნე მედია იყო. ფიზიკურად გაუსწორდნენ და 53 ჟურნალისტს – ურტყამდნენ ქვებს, ხელკეტებს, მუშტებს და ამტვრევდნენ აპარატურას.
აგრესიული ადამიანები საკუთარი განცხადებით პრემიერ-მინისტრმა კიდევ უფრო წაახალისა, მედიას არც შს მინისტრი იცავდა.