„ღარიბაშვილი საქართველოში ვერ იცხოვრებს, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

„ღარიბაშვილს უნდოდა, რომ გუშინ ეცემათ ჟურნალისტები, ეზიზღება მას ჟურნალისტები,“,- განუცხადა CNews-ს ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გუშინ 5 ივლისს, თბილისში მომხდარი ძალადობრივი ფაქტების კომენტირებისას.

მისივე თქმით, გუშინდელ დღეზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ღარიბაშვილს.

„თავიდან ბოლომდე ღარიბაშვილის დღე იყო გუშინ, ეს არის სამარცხვინო პრემიერ-მინისტრი ქვეყნის ისტორიაში, რომელიც გიჟდება სამოქალაქო დაპირსპირებებზე, ღარიბაშვილს უკავშირდება პოზნერიც, ღარიბაშვილს უკავშირდება კასრების ჩვენება სკოლებში, სამეგრელოში. ღარიბაშვილს უკავშირდება ჰაკიმ ფაშას სახელით შექმნილი ვიდეო, რომელმაც საერთაშორისო სკანდალში კინაღამ გაგვხვია. თუ, ამ ქვეყანაში ოდესმე მოქალაქეები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ და მათ, არ აშველებდნენ და შუაში პოლიცია იდგა, რომელსაც ასევე, სცემდნენ და მას სახელმწიფო არ იცავდა, ყოველთვის პირველი პირი იყო ღარიბაშვილი და ყველაფერი ეს თითო მუშტად დაუბრუნდება! ღარიბაშვილი ამ ქვეყანში ვერ იცხოვრებს, ჩემი სიტყვები დაიამხსოვრეთ.“ – განაცხადა CNews-სთან საუბრისას ჟურნლაისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ღარიბაშვილი ვერ იტანს ჟურნალისტებს და თავის წარუმატებლობას და ჩაფლავებას აბრალებს მედიას.

 

„ღარიბაშვილს უნდოდა, რომ გუშინ ეცემათ ჟურნალისტები, ეზიზღება მას ჟურნალისტები, ის, მთელ თავის წარუმატებლობას, თავის ჩაფლავებას აბრალებს მედიას. მან ხომ იცის, რომ ის ყველაზე ნეგატიური ფიგურაა მთელს „ქართულ ოცნებაში“, განსხვავებით გახარიასგან. გახსოვთ, გახარიას 200 000-ლაიქიანი ფოტო? ერთი საკითხია, მე მომწონს თუ არა და მეორე საკითხია, ობიექტურად, ყველაზე პოზიტიური გახარია იყო „ქართულ ოცნებაში“, ამომრჩევლისთვის და „ქართული ოცნების“ ამომრჩეველსაც არ „ევასება“ ღარიბაშვილი. ყველაზე დიდი კრახია, უბრალოდ, ყველაზე დიდი მონაა და იმიტომ არის დღეს პრემიერ-მინისტრი. მან აცემინა ჟურნალისტები, მიუშვა ჟურნალისტებზე და გუშინ, ის იყო გამარჯვებული საკუთარ თავთან და გული მოიფხანა იმ ფირების გავრცელებისთვის და იმ რეაქციისთვის, შემდეგ, რაც მოყვა ამ ჩანაწერებს. ზოგადად, ღარიბაშვილს მედია არ სწყალობს და გუშინ მან ჯავრი იყარა საკუთარ მოქალაქეებზე. ის, ხომ ფიქრობს, რომ სირცხილია და ეს ადამიანები მას ერჩიან და მისი გადასახედიდან, ესენი „ჰეითერები“ არიან, შესაბამისად, მან დასაჯა ყველა ის ადამიანი, რომელიც მისი წარმოდგენით, მას ებრძვის,“- განაცხადა CNews-სთან საუბრისას ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share