“ვფიქრობ, პასუხისმგებლობა, საბოლოო ჯამში, ეკისრება პრემიერმინისტრს, როგორც მან თავად თქვა გუშინ. მან თქვა, რომ იღებს პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც გუშინ მოხდა და ვფიქრობ, სწორედ ამიტომ უნდა გადადგეს”, – ასეთ განცხადებას აკეთებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი “მთავარ არხთან” საუბრისას.
როგორც კრამერი ამბობს, ირაკლი ღარიბაშვილს არამარტო 5 ივლისს მომხდარ ძალადობაზე, არამედ ნიკა მელიას დაკავებასა და შემდეგ განვითარებულ მოვლენებზეც ეკისრება პასუხისმგებლობა.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება და მთავრობაში ცვლილებების დროა.
“ვფიქრობ, პასუხისმგებლობა საბოლოო ჯამში ეკისრება პრემიერმინისტრს, როგორც მან თავად თქვა გუშინ. მან თქვა, რომ იღებს პასუხისმგებლობას ყველაფერზე რაც გუშინ მოხდა და ვფიქრობ სწორედ ამიტომ უნდა გადადგეს. “ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენლების გადადგომა შესაძლოა ასევე სწორი იყოს, მაგრამ პრემიერმინისტრმა ვერ აიცილა თავიდან ძალადობა, ვერ დაგმო ეს ძალადობა და ყველაფერი ოპოზიციას დააბრალა. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს საკმარისია, რომ პრემიერმა თანამდებობა დატოვოს, თუმცა ეს არ არის ერთადერთი რის გამოც მას პასუხისმგებლობა ეკისრება. რამდენიმე თვის წინ, როდესაც ის პერმიერმინისტრი გახდა, მეორედ მან ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. ამიტომ, ჩემი აზრით, ის არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს, იმედი მაქვს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ამ მოვლენების დაგმობა ძლიერი სიგნალი იქნება, რომ მთავრობაში ცვლილებების დროა”, – ამბობს კრამერი.