ხმაური და დაპირისპირება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურია. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები, რომლებიც ქაშუეთის ტაძართან არიან შეკრებილნი, პოლიციის კორდონის გარღვევას, რუსთაველის გამზირზე გადასვლას და პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მისვლას ცდილობენ.

პოლიცია აქციის მონაწილეებს ამის საშუალებას არ აძლევს, რის გამოც სამართალდამცავებსა და მათ შორის დაპირისპირებაა.

პოლიციამ რამდენიმე პირიც დააკავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share