ლანჩხუთელი ლუკა იმნაძე ყაზახეთის პრემიერ ლიგის გუნდში ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის პრესცენტრი ავრცელებს:
“ძვირფასო მეგობრებო, კოლეგებო, სიამოვნებით გაცნობებთ, რომ შევუერთდი გუნდს. მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა, ვითამაშო ყაზახეთის პრემიერლიგაში. რამდენიმე დღეა, ბაზაზე ვიმყოფები და ძალიან კმაყოფილი ვარ როგორც მთელი გუნდის, ასევე ხელმძღვანელობის თბილი დახვედრით“ – აცხადებს 23 წლის ქართველი ნახევარმცველი.