მამა ლეონი (გელოვანი) რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას “თავისუფლებისთვის” შეუერთდა. მან ამის შესახებ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე დაწერა:
“ახლა ვდგავარ პარლამენტის წინ ასე ჩაცმულ-დახურული და ხალხის რეაქციებზე საშინლად მწყდება გული. მწყდება გული იმათ გამო, ვინც მღვდელი გააიგიავეს ურჩხულთან, რომელიც ძალადობს და ფიზიკურად უსწორდება სხვა ადამიანებს.
ასე არ არის და ამის სათქმელად ვარ ახლა აქ ასე.
იმედია ძალიან არ ვაშინებ აქციის მონაწილეებს” – წერს ის ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.