კატეგორიულად არ ვიზიარებ აზრს იმის თაობაზე, რომ ყველაფერი კარგადაა!
რადგან:
1. სახელმწიფო გადატრიალება უკვე მოხდა/შედგა
2. ხელისუფლება არათუ ვერ ახერხებს ძალადობრივი ჯგუფების აღკვეთას, არამედ, ხელსაც უწყობს მათ.
არის თუ არა გამოსავალი?
არის.
ღარიბაშვილი კი არა, მთელი მთავრობა უნდა გადადგეს
პარლამენტმა უნდა დანიშნოს დროებითი მთავრობა
უნდა მოხდეს დაახლოებით 50-100 პირის დაკავება თუ ეს არ მოხდა:
ორკები მიადგებიან მედიას და დაარბევენ
ორკები მიადგებიან სახალხო დამცველის ოფისს და დაარბევენ
ორკები მიადგებიან საერთაშორისო ორგანიზაციებს და საელჩოებს – სადაც გაუვათ, დაარბევენ
პ.ს. არ მჯერა, რომ ვასაძე არის ცუდად. რუსეთმა ის განარიდა ამ პროცესს და თუ ეს ძალადობა გაგრძელდა, ის, სრულიად ჯანმრთელი, ვითარცა მხსნელი, დაბრუნდება საქართველოში.
ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი