მიზეზი ვარლამ გოლეთიანისა და ხეობის სხვა მცველების გადაწყვეტილებაა, – შეერთებოდნენ რადიკალური, პროპუტინისტური დაჯგუფებების ძალადობრივ აქციას.
არასამთავრობო ორგანიზაციები განმარტავენ, რომ მოძრაობის ლიდერების ბოლო დღეების გადაწყვეტილებები შესაძლებლობას არ ტოვებს უსამართლო, გაუმჭვირვალე და არადემოკრატიული ენერგოპოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში, კვლავ რიონის ხეობის გადარჩენის მოძრაობის მოკავშირეებად დარჩნენ.
‘მწვანე ალტერნატივა” და “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”, რომლებიც რიონის ხეობის მცველების ერთ-ერთი მთავარი მხადამჭერები იყვნენმ ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება უმძიმეს იმედგაცრუებასთან და ემოციურ ტვირთთან არის დაკავშირებული.