ლგბტქი+ თემის უფლებები არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი. ევროკავშირში ჩვენ არ ვანსხვავებთ, ჩვენ ვაერთიანებთ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი Twitter-ზე წერს. შარლ მიშელი ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვითაც გამოდის, სადაც ლგბტ თემის უფლებების მნიშვნელობაზე საუბრობს. სიტყვით გამოსვლის ამსახველ ვიდეოს უცხოელი დიპლომატი ასევე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
ლგბტქი+ უფლებები არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი. ეს არის კონკრეტული მაგალითი, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას მრავალფეროვნებისა და ადამიანის ღირსების მიმართ. ის ეხება ჩვენს ყველაზე პირადულ ფიქრებსა და რწმენებს: ჩვენს ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ევროკავშირში, ჩვენ არ ვანსხვავებთ, ჩვენ ვაერთიანებთ, – აცხადებს უცხოელი დიპლომატი საკუთარ გამოსვლაში.
https://tvpirveli.ge/