“ჩვენი ხელისუფლების პერიოდში მედია ნამდვილად არის დაცული და თავისუფალი. არ შეიძლება მხოლოდ 1 ფაქტის ინტერპრეტირება გლობალურად. მნიშვნელოვანია, რომ დავაკვირდეთ მოვლენებს და ყველანი ერთად ორიენტირებულები ვიყოთ უკვე მომხდარი ფაქტისა და პრობლების აღმოფხვრაში და არა მის კიდევ უფრო გაღრმავებაში და ამით საზოგადოების გახლეჩაში”.-ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჰომოფობიურ და ძალადობრივ აქციაზე მედიის 53 წარმომადგენლის ცემისა და პოლიციის უმოქმედობის ფონზე. 6 მათგანი კვლავ კლინიკაში რჩება.
https://formulanews.ge/