ახალციხის ერთ-ერთ უბანზე 27%-ია ბათილი. მახსოვს ორნიშნა რიცხვები – 11-12, 15-იც ყოფილა, მაგრამ ორიანით დაწყებულიყო და 27 ყოფილიყო, ეს არის ბიძინა ივანიშვილის რეკორდი, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ასლან აბაშიძის რეკორდიც კი მოხსნა .
“რომც წარმოვიდგინოთ, რომ 1-2 კაცი გადაიბიროს ხელისუფლებამ, ამით რა? არჩევნები არ გაყალბებულა, შედეგები იცვლება თუ რა? მათ მიერ გამოქვეყნებული შედეგებითაც კი უმცირესობაში არიან. უმრავლესობაში ვართ ჩვენ – ოპოზიცია ჯამურად. ჩვენ ვლაპარაკობთ უმრავლესობის სახელით. ისინი არიან უმცირესობაში ტოტალურად გაყლებებული შედეგებითაც კი.
ახალციხის ერთ-ერთ უბანზე 27%-ია ბათილი. მე ასლან აბაშიძის პერიოდში არჩევნებად წოდებულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიმიღია და სადაც კენჭს ვიყრიდით კონკურენტუნარიანი ოპოზიციონერები იქ მახსოვს ორნიშნა რიცხვები – 11-12, 15-იც ყოფილა, მაგრამ ორიანით დაწყებულიყო და 27 ყოფილიყო, ეს არის ბიძინა ივანიშვილის რეკორდი და რომელმაც ასლან აბაშიძის რეკორდიც კი მოხსნა”, – თქვა დავით ბერძენიშვილმა.