გამყრელიძე: ეპიდვითარება უარესდება, ვიყავით პლატოზე, მაჩვენებელი ზემოთ მიდის

“სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება. ვიყავით პლატოზე და ერთი კვირაა, ყველა მაჩვენებელი, ინციდენტობის ანუ ახალი შემთხვევების მაჩვენებელი, დადებითობის მაჩვენებელი მიდის ზემოთ. ამის შეკავების ერთადერთი გზა არის მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ აუცილებლად აიცრან”.- აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
https://metronome.ge/
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: