მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკავებულია

მალხაზ მაჩალიკაშვილი დააკავეს. ის სოლიდარობის აქციას უერთდებოდა.

მაჩალიკაშვილი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ის ადმინისტრაციული წესით იმ 32 პირს შორისაა, რომელიც გუშინ აქციაზე დააკავეს.

როგორც მაჩალიკაშვილის ადვოკატი აცხადებს, გუშინ ღამე ჩიტაძის ქუჩის კუთხის მიმდებარედ ძალადობრივი ჯგუფები ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და ამავდროულად, მალხაზ მაჩალიკაშვილს აყენებდნენ შეურაცხყოფას. ამის შემდეგ, ადვოკატის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიციის მოწოდების დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

ამასთან, ადვოკატის ცნობით, მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ კანონი არ დაურღვევია და მოლოდინი აქვს, რომ სანქციის გარეშე გაათავისუფლებენ.

“სოლიდარობის აქციის მხარეს იდგა და ჯებირებს მიღმა ადამიანები მისი მისამართით იჩენდნენ დევნას ასე ვთქვათ. როდესაც მისი იდენტიფიცირება მოხდა დაუწყეს როგორც სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე ფიზიკურადაც იწევდნენ მისკენ. ფაქტი არის, რომ თუ მის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა პოლიცია, მის მიმართ ადმინისტრაციული დაკავება არ უნდა განეხორციელებინა,” – განაცხადა სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატმა მარიამ პატარიძემ.

https://rustavi2.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share